ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
ვაკანსიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- საქართველო ნებისმიერ მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი მრავალსართულიანი (არანაკლებ 7 სართულიანი) სახლის (კორპუსის) პროექტი დამოუკიდებლად (საკუთარი საავტორო უფლებით) შეთანხმებული;
- უნდა იყოს 30-დან 50 წლამდე ასაკის;
- უნდა იყოს უმაღლესი განათლებით, პროფესიით არქიტექტორი, მაგისტრის ხარისხით და უნდა იცნობდეს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:
------------> საქართველოს მთავრობის N: 41 დადგენილებას (28.01.2016 წ.);
------------> თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14-39 დადგენილებას (24.05.2016 წ.);
------------> საქართველოს მთავრობის N: 57 დადგენილებას (24.03.2009 წ.);
- უნდა ფლობდეს შემდეგ პროგრამებს: Archicad, Autodesk Autocad, Autodesk 3D max+Vray, Lumion, Adobe Potoshop, Windows, Word-ს და Excel-ს.
ვაკანსია ცხადდება სრულ საშტატო განაკვეთზე:
- ყოველთვიური ხელფასის გასაცემი ოდენობა (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების გამოკლებით), განისაზღვრება 1 000 (ათასი) ლარით;
- გარდა ფიქსირებული ხელფასისა, შეთანხმებულ პროექტებზე გაიცემა საბონუსე ანაზღაურება, რაც რამდენიმეჯერ აღემატება სტაბილურ ხელფასს;
- ასევე, გათვალისწინებულია უსაფრთხოების დაზღვევა და სხვა მატერიალური შეღავათები.
- სამუშაო საათები: ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
კანდიდატის მიღება განხორციელდება მოწოდებულ CV-ების განხილვის შედეგად, ხოლო, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე არქიტექტორები მოწვეულ იქნებიან გასაუბრებაზე, რის შემდეგაც ვაკანსიის მაძიებლის მიღების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შპს "ეს დეველოპმენთ"-ი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2021 წ-ს 15 იანვრამდე, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით,
ელ-მისამართზე: citydevelopment.net@gmail.com
ტელ.: 568 2888 99
გისურვებთ წარმატებებს...