ჩვენი ახალი მშენებლობა, რომლის დაწყებაც 2019 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, დღეიდან დაიწყო. ამგვარი დაგვიანება, არ არის შპს "ეს დეველოპმენთ"-ის ქმედებით დაგვიანებული და იგი მთლიანად დამოკიდებული იყო თბილისის მუნიციპალურ სამსახურებთან სამშენებლო პროექტის შეთანხმების პროცესის გაჭიანურებით, მაგრამ ამჟამად ყველა პრობლემა გადაჭრილია და შესაბამისად, არ არსებობს სხვა რისკ ფაქტორი, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს მშენებლობის პროცესში.

დაგეგმილია მიწის ზედა ორი 12 სართულიანი ტყუპი თაუერის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს 2022 წლის ზაფხულში. სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს შპს "ენკი დეველოპმენთ გრუპი" და ვუსურვებთ მათ წარმატებებს.

მარიჯანის ქუჩაზე დაწყებული მშენებელობა, მიმდინარე მშენებლობებს შორის, (დიდი დიღომის შემდეგ) რიგით მეორე პროექტია და კრწანისის რაიონში (თბილისი) მომავალში იგეგმება კიდევ ერთი ახალი მშენებლობის დაწყება. ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ ჩვენს კომპანიას უკვე აშენებული და 2014 - 2019 წწ-ში ექსპლუატაციაში მიღებული აქვს სულ 3, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ჯამში 7 000 კვ.მ-ზე მოცულობით.