შპს „ეს დეველოპმენთ“-ი განახორციელებს ინვესტირებას ნებისმიერ სამეწარმეო ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობას არ წარმოადგენს მომსახურება და რომელიც ორიენტირებულია ფასეული უძრავ - მოძრავი ქონების შექმნაზე. მაგალითისათვის: მშენებლობა (და არა რემონტი), სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა და ა.შ...

მომსახურების სფეროში ინვესტირებას განვახორციელებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ხელშეკრულებით, შპს „ეს დეველოპმენთ“-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნება უძრავ ქონებაზე იპოთეკით.

თანახმა ვართ განვახორციელოთ ინვესტირება ე.წ. „სტარტ აფ“-ის ორგანიზაციებში, ბიზნეს - გეგმის წარმომდგენი პირებისა და / ან ორგანიზაციის დამფუძნებელთა გამოცდილების გათვალისწინებით.

ჩვენ ინვესტირებას განვახორციელებთ, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის განხილვის შედეგად მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ და საინვესტიციო მოცულობა არ იქნება შემოთავაზებული ბიზნესის ბიუჯეტის 90 %-ზე მეტი. შესაბამისად ითვლება, რომ ბიზნეს გეგმის წარმომდგენი პირი უნდა ითვალისწინებდეს არანაკლებ 10 %-იან სავალდებულო თანამონაწილეობას, მხოლოდ ფულადი შემონატანის სახით.

ბიზნეს გეგმის განხილვის ეტაპზე, უპირატესობა მიენიჭება ისეთ შემოთავაზებებს, რომლებიც:

  • ორიენტირებული არ იქნება სხვისი ქონების ქირავნობის, იჯარის, სერვიტუტის და აღნაგობის შედეგად ბიზნესის წარმართვაზე;
  • მოიცავს საინვესტიციო ბიუჯეტს 100 ათასი ევროდან, 10 მილიონამდე ევროს ფარგებში;
  • გაითვალისწინებს ბიუჯეტს რეალურ ფასებში. ხოლო, წარმოდგენილ ბიზნეს - გეგმის შეფასებას განახორციელებენ ქართველი და უცხოელი აუდიტორები, ჩვენი შეკვეთით.

ბიზნეს გეგმის განხილვა განხორციელდება 2 ეტაპად, კერძოდ:

- პირველ ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს ბიზნეს გეგმა ქართულ ენაზე, თავისუფალი ფორმით, რომლის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება, მისი წარმოდგენიდან 1 კვირის ვადაში. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი - დავიწყებთ მოლაპარაკებას გეგმის წარმომდგენ პირებთან;

- მეორე ეტაპზე, ანუ სათანადო მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის შემდეგ, აუცილებელია ბიზნეს - გეგმის შედგენა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ევრო სტანდარტების გათვალისწინებით, რომლის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება, მისი წარმოდგენიდან 4 თვის ვადაში. საინვესტიციო ბიუჯეტი, წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ევროში.

ინვესტიცია დაზღვეული იქნება საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე, ინგლისური სადაზღვეო კომპანია HSB-ის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა:  sdevelopment2014@gmail.com

        მობ.:    597-222-801