შპს "ეს დეველოპმენთ"-მა დაასრულა, მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმაზე დავალების საპროექტო სამუშაოები და ველოდებით შემდგომ რეაგირებას (შეთანხმებას) თბილისის ურაბანული განვითარების სამსახურიდან. აღნიშნულთან დაკავშირებული პასუხის მიღების შემდეგ განვაგრძობთ საპროექტო საქმიანობას და იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მუნიციპალური მერიის უფლებამოსილი სამსახურების მხრიდან, დროში არ შეგვექმნა დაბრკოლება, სამშენებლო საქმიანობის დაწყება დაგეგმილია 2021 წლის მაისიდან და მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოსათვის.

აღნიშნულ ლოკაციაზე საპროექტო - სამშენებლო საქმიანობა ხორციელდება თბილისის მერიის სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც 15803 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ითვალისწინებს ორი 12 სართულიანი და ორი 6 სართულიანი შენობა - ნაგებობის მშენებლობას, მიწის ქვეშა პარკინგებით. ასევე, დაცული იქნება "შშმ პირთათვის" განსაზღვრული სტანდარტების პარკირებები მიწის ზედა ტერიტორიაზე.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია, სამშენებლო ობიექტზე არსებული სკვერის (ლოკაციის ცვლილების გარეშე) კეთილმოწყობა (გაუმჯობესება), შიდა ბულვარების დამატება, საფეხბურთო მოედნის მოწყობა, გამწვანების გაუმჯობესება და სხვა.

პროექტის ფარგლებში დაყმაყოფილდება თბილისის მერიის მიერ აღიარებული ვალდებულებების ფარგლებში, თავის დროზე დაზარალებულად ცნობილი 36 ოჯახი, ხოლო, სამშენებლო მოცულობიდან სხვა სარეალიზაციოდ სასარგებლო ფართი, წარმოადგენს 100 %-იანი წილით, შპს "ეს დეველოპმენთ"-ის შვილობილი, სამშენებლო კომპანიის - შპს "ვარკეთილი იარდი"-ს საკუთრებას.

 

გვერდზე ინფორმაციის განახლების თარიღი: 22 დეკემბერი, 2020 წ.